საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი დასრულდა. პროექტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და კომპანია ფერეროს დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია 2015 წელიდან ახორციელებდა.
დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერით თხილის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა - გაუმჯობესდა თხილის ხარისხი და გაიზარდა ნაყოფის რაოდენობაც.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი 8 ახალი საწარმო აშენდა, სადაც შესაძლებელია სეზონზე რვა ათასი ტონა თხილის გაშრობა და 4 ათას ტონამდე თხილის დასაწყობება.