საქართველოს პარლამენტში ეგრედ წოდებული რუსული კანონის განხილვას, მწვავე და კრიტიკული შეფასებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მოჰყვა. საერთაშორისო პარტნიორები ამერიკიდან აცხადებენ, რომ კანონს ამერიკაში არსებულთან არაფერი აქვს საერთო. კომენტარი გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისისა და ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მხრიდან.