საბერძნეთში მომხდარმა სარკინიგზო კატასტროფამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. რკინიგზელთა პროფკავშირის თქმით, უსაფრთხოების სისტემა სათანადოდ არ მუშაობს, რის შესახებაც წლების განმავლობაში სარკინიგზო კომპანიას და მთავრობას აფრთხილებდნენ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საბერძნეთის მთავრობის პოზიციას, რომ ტრაგედია მხოლოდ "ადამიანური შეცდომის" შედეგი იყო.