ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პასუხი მოჰყვება - განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს.
ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ზელესნკი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა რუსეთმა საკუთარი თავდასხმა შეწვიტოს. მისივე თქმით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა რუსი ტერორისტი პასუხისგებაში მიეცემა.