სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით "ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში" გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებთან ცნობიერების ამაღლების, ქალთა როლის გაზრდისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.