აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ უნდა მოუწყონ - ადგილზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა - Palitra News

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ უნდა მოუწყონ - ადგილზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა

2023-03-02 20:24:15+04:00

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებო და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადავიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული.

მათ ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო".

ისინი პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.