ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ის შესაძლებლობები განხილეს, რაც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.
მისი განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში, უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში აისახება.