"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ე.წ აგენტების შესახებ კანონი და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდებოდა პარლამენტში მთელი დღის მანძილზე? - Palitra News

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ე.წ აგენტების შესახებ კანონი და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდებოდა პარლამენტში მთელი დღის მანძილზე?

2023-03-02 19:47:45+04:00

ხმაური დაპირისპირება და ამბოხი უკვე რამდენიმე საათია საკანონმბელო ორგანოში არ წყდება. ქართული ოცნებიდან გამოყოფილი წევრების ინიციატივის მოსმენას, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას უცხო ქვეყნის გავლენის აგენტთა რეესტრი, სადაც ნებისმიერი ის ორგანიზაცია დარეგისტრირდება, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ოპოზიციონერი დეპუტატების, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტების მწვავე პროტესტი მოყვა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე კანონის განხილვისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არა ერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს.