ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.
პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე კი პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატები პარლამენტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე ინიცირებული კანონპროექტების ალტერნატიულ პროექტებს სთავაზობენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგლამენტის 108-ე მუხლი გამოიყენეს, რომლის მიხედვით, კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, პარლამენტის წევრმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინოს.
რეგლამენტის თანახმად, ალტერნატიული კანონპროექტი ძირითადი კანონპროექტისგან არსებითად უნდა განსხვავდებოდეს. მას წამყვანი კომიტეტი იხილავს.