განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობა მარნეულის "დავით აღმაშენებლის სახელობის" სკოლის მასწავლებლებს შეხვდა. 150 ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე ქართულ ენოვანი სკოლის გარეშე რჩება. როგორც სკოლის დირექტორი განმარტავს, სასწავლებლის ადმინისტრაციამ სკოლაში პრობლემების აღმოფხვრისთვის დრო მოითხოვა , თუმცა განათლების სამინისტრომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სკოლას აკრედიტაცია შეუჩერა.
ფაქტს სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლები და მშობლები დილიდან აპროტესტებენ და სამინისტროს გადაწყვეტილებას ანტი ეროვნულს უწოდებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სკოლის ფუნქციონირების აღდგენაა, ვინაიდან, მათი შეფასებით, სასწავლო წლის მეორე ნახევარში ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანა სწავლების პროცესს შეაფერხებს.