თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტია "გირჩს" ახალი ინიციატივა აქვს - ტრეფიკინგის მუხლი ჯარში სავალდებულო გაწვევაზე არ გავრცელდეს. დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, ამის მიზანია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში მონაწილეობა არ მიიღონ იმ ჯარისკაცებმა, რომლებიც გაწვევას მეთვალყურეობენ. პარტიის დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რათა მისი მიღება სამხედრო რეფორმის გატარებამდე მოესწროს. გირჩის ინიციატივას ეხმაურებიან პოლიტიკოსები.