საქართველოს პარლამენტში დღეს აგენტების შესახებ "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტების განხილვა იწყება. ქართული ოცნებიდან გამოყოფილი წევრების ინიციატივით, უნდა შეიქმნას უცხო ქვეყნის გავლენის აგენტთა რეესტრი, სადაც ნებისმიერი ის ორგანიზაცია დარეგისტრირდება, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.
ოპოზიცია კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებს და მის უკან მედიის შეზღუდვის მცდელობას ხედავს. მათი ნაწილი ფიქრობს რომ ყველა ის დეპუტატი ვინც ამ კანონპროექტებს დაუჭერს მხარს, დასავლური სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს.