სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ “მოქალაქეების“ მიერ.
ბიუროს გადაწყვეტილებით იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევა 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესის სწრაფად წარმართვა, რისი მზაობაც კომიტეტს აქვს.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუკი კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.