პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, მმართველი უმრავლესობა საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნაზე უარის თქმას არ აპირებს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე