მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნულმა ბანკმა „ბანკი ქართუ“ 64 ათასი ლარით დააჯარიმა, ფინანსურმა მარეგულირებელმა გადაწყვიტა დამატებითი ინფორმაცია გამოექვეყნებინა ბოლო წლების განმავლობაში მისი რეგულირების ქვეშ არსებული ფინანსური ინსტიტუტების დაჯარიმების შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლიდან დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი, მათგან 11 ბანკი, 32 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 112 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.
შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და ის 2020 წლიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება.
შეგახსენებთ, გასული წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 7 კომერციული ბანკი დააჯარიმა, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი ჯარიმა თიბისი ბანკს დაეკისრა, დაჯარიმდა ასევე კრედო ბანკი, პაშა ბანკი, სილქ როუდ ბანკი, პროკრედიტბანკი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები