პასუხისმგებლიანი ბიზნესი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ თეგეტას თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიისათვის 2022 წლის CSR სტრატეგია წარადგინა. „თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი ქართული მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა.
CSR სტრატეგიის პრეზენტაციასთან ერთად, „თბილისის ციფრულ სივრცეში“ „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა.