ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში რუსეთის ომი და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობაა.
„დიდი ოცეულის“ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმზ კლევერლი და სხვა ლიდერები ესწრებიან. სამიტზე იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც.
ცნობისთვის, დასავლეთის ქვეყნები ინდოეთის ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ინდოეთს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია.