სამი ოპოზიციური პარტია - "გირჩი მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა" ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით "ათასი ხელმოწერა ევროკავშირისთვის". ინიციატორები ხელმოწერებით საერთო ეროვნული მანდატის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხის ხელისუფლების მავნებლური ქმედებების მიუხედავად ნატოში და ევროკავშიში გაწევრიანებას იმსახურებენ. მათივე შეფასებით, კამპანია რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინიციატივა არ არის და მასში მესამე სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთვება. მარიამ ბუკია გვეტყვის თემაზე მეტს,