გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნ'გოლო კანტე "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
31 წლის ფრანგს ლონდონელებთან მიმდინარე კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. მას ჰქონდა ვარიანტები, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში გადასულიყო, თუმცა როგორც რომანო იუწყება, ფრანგი ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" ბედნიერია და სურს, რომ კვლავ „ლურჯების“ რიგებში ითამაშოს.
ფაბრიციო წერს, რომ მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც კანტე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.