ოთხი ბიზნეს ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, "ხალხის ძალის" კანონპროექტზე მუშაობა იქამდე შეჩერდეს, ვიდრე ვენეციის კომისია შეფასებას არ გააკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერის პროგრამებზე, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და დააზიანებს საინვესტიციო გარემოს.