„წინაპართა ძახილი“ ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონისსათავგადასავლო ჟანრის რომანია. წიგნი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ „The Saturday Evening Post“-ში, ერთი თვის შემდეგ კი ის წიგნის სახით გამოიცა. წინაპართა ძახილის დიდმა პოპულარობამ და წარმატებამ სახელი გაუთქვა ლონდონს , წიგნი არაერთ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მაშტაბით მისი მილიონობით ეგზემპლიარი გაიყიდა.
წიგნში მოქმედება ვითარდება იუკონში 1890-იანი წლების კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში, როდესაც ძლიერ მარხილის ძაღლებზე დიდი მოთხოვნა იყო. ნაწარმოების მთავარი გმირია ძაღლი - სახელად ბეკი, რომელიც სანტა კლარას რანჩოზე ცხოვრობს კალიფორნიაში. მას შემდეგ, რაც მას მოიპარავენ და გაყიდიან მარხილის ძაღლად ალასკაზე, ის უბრუნდება ველურ გარემოს. ბეკი იძულებულია, იბრძოლოს მარხილის სხვა ძაღლებთან, რათა მოიპოვოს უპირატესობა მკაცრ კლიმატში. საბოლოოდ, ის კარგავს მოთვინიერებული ცხოველის ცივილიზებულ სახეს, იბრუნებს მისი მოდგმის პირველყოფილ ინსტინქტებს და სწავლობს, როგორ უნდა გახდეს ველურ სამყაროში ლიდერი.
ჯეკ ლონდონი 1876 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა - მოხეტიალე ირლანდიელი, "ასტროლოგიის პროფესორი" ჩანი. მამამ ჯეკი დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ის წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, როცა ჯეკის დედა შეირთო ცოლად. პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ ბიბლიოთეკაში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. მწერალმა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ "კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის დაწერა , სახელწოდებით "ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან", რომელმაც პირველი ჯილდო მოუტანა, რამაც ავტორი დიდად წაახალისა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაში ოქროსმაძიებლად, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო. ავტორმა სწორედ იქ ნახა მარხილის ძაღლები და შეუდგა მათ შესახებ მასალების შეგროვებას , რომელსაც მოგვიანებით თავის რომანში , წინაპარათა ძახილში მოუყარა თავი. წიგნის თავარი გმირის ბეკის პროტოტიპი იყო სენბერნარისა და შოტლანდიური კოლის ნაჯვარი ძაღლი , რომელიც მის მეგობრებს , ძმებ ბონდებს ეკუთვნოდათ.· ავტორმა ჯამში 24 მდე რომანის დაწერა მოახერხა , საიდან 20 მის სიცოცხლეშივე , ხოლო 4 მისი გარდაცვალების შემდგომ გამოიცა. მისი უკანასკნელი დაუსრულებელი რომანი კომპანია მკვლელობის ბიურო , 1963 წელს გამოქვეყნდა , რომლის დასრულებაზეც რობერტ ლოიდ ფიშმა იმუშავა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.