ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

2023-03-02 10:01:38+04:00

ზაპოროჟიეში 5-სართულიან კორპუსზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.

ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 სართულიანი შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა.

უკრაინული მედია კრასნოდარის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს