უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგოსისტემისთვის გამოწვევები კვლავ არსებობს, თუმცა რთული ზამთარი უკვე გავიდა. მისი თქმით, უკრაინელმა ხალხმა ამ რთული პერიოდის გადალახვა ერთად შეძლო.