დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა გურიაში ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართეს.
ადგილობრივ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გურიაში ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები გააცნეს. პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოფილმის ჩვენება გაიმართა.
გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო , შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ახორციელებს.