პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც საერთაშორისო პარტნიორებს "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ სახელწოდებების მიმართ აქვთ წუხილი, ოპოზიციურ სპექტრში მწვავედ აფასებენ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მმართველი გუნდიდან ოფიციალური მხარდაჭერა ექნება, მთავრობის წევრებს პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" ქმედებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ისტორიულ არჩევანს მიზანმიმართულად აზიანებს.