საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ირენ ფელინთან მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებაზეც.