იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თავდაცვის კოდექსის შესახებ მსჯელობა გაიმართა. კანონპროექტის რამდენიმე ძირითად რეფორმას ითვალისწინებს, რომელიც 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით მიზანი თავდაცვის ძალების გაძლიერებაა. ამასთან, კანონპროექტით სავალდებულო სამხედრო საქმიანობის თავიდან აცილება რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ შეეხებათ. მათ შორის ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურებს. გირჩის დეპუტატთა განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციულია.