ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გიკვლევენ. სასამართლოში იკითხებიან დაზარალებულები. სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბადრი ესებუას განცხადება წაიკითხა, რომელშიც ის ამბობს, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. ამ განცხადების შემდეგ კობაიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.