ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს - Palitra News

ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

2023-03-01 15:58:22+04:00

ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ, ოკუპირებულ ცხინვალში, საკუთარ ავტომანქანაში ახალგაზრდა კაცს ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაიჭრა მოკლულის 5 წლის შვილი, რომელიც თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.