დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The New York Sun სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ექს პრეზიდენტის, პატიმრობის პირობები იმდენად მკაცრია, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. სტატიაში წერია, რომ თუ აშშ და მისი მოკავშირეები სააკაშვილის ციხეში სიკვდილს დაუშვებენ, ეს პუტინს გაამხნევებს, რადგან სააკაშვილი იყო პირველი ლიდერი, რომელიც მის იმპერიალისტურ ამბიციებს წინ აღუდგა.