ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქმიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ლუკაშენკო ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ჩინეთთან კონტაქტების გაფართოება ბელარუსის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის კონცეფციის ფარგლებში ბელარუსი და ჩინეთი ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონულ კავშირებს აფართოებენ.