უბედური შემთხვევა საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან - ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 85 მოქალაქე. თესალიის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე. მისივე თქმით, მაშველებმა შეჯახების შედეგად დაზიანებული ტრანსპორტებიდან დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდ ამოიყვანეს.