არის თუ არა დისკრიმინაციული თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამხედრო საქმიანობის თავიდან აცილება რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ შეეძლებათ - Palitra News

არის თუ არა დისკრიმინაციული თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამხედრო საქმიანობის თავიდან აცილება რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ შეეძლებათ

2023-03-01 15:25:31+04:00

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თავდაცვის კოდექსის შესახებ მსჯელობა გაიმართა. კანონპროექტით სავალდებულო სამხედრო საქმიანობის თავიდან აცილება რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ შეეძლებათ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით ცვლილების მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება. "გირჩის" დეპუტატთა განმარტებით კი, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციულია.