ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა „ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტები გააპროტესტა. ნიკოლაშვილმა უმრავლესობის წევრები რუსულ გავლენებში დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კი ოპოზიციის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო აჩვენეს, სადაც პრეზიდენტობის დროს რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობდა. ოპოზიციამ სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი მათ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.