კანონპროექტი "რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ" - რა გამოხმაურებები მოჰყვა პარტიის "საქართველოსთვის" ახალ ინიციატივას - Palitra News

კანონპროექტი "რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ" - რა გამოხმაურებები მოჰყვა პარტიის "საქართველოსთვის" ახალ ინიციატივას

2023-03-01 15:15:11+04:00

კანონპროექტი "რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ" - ასე ჰქვია ახალ ინიციატივას, რომელსაც გიორგი გახარიას გუნდი საქართველოს პარლამენტში უახლოეს პერიოდში დააინიცირებს. პარტია "საქართველოსთვის" აპირებს ახალი საკანონმდებლო ნორმით ოკუპანტი ქვეყნის ფარული კავშირები გამოამჟღავნოს და მტერს საკუთარი სახელი დაარქვას.

გახარიას გუნდის ინიციატივა გაუგებარი აღმოჩნდა "ხალხის ძალისთვის". მოძრაობაში ამბობენ, რომ კანონპროექტის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მორგება მიუღებელია.