საქართველოს საგარეო ვალი 5 წელში 54%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ქვეყნის საგარეო ვალი მიმდინარე წლის იანვარში ოცდაორ მილიარდ 282 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14 მილიარდ 514 მილიონის ფარგლებში იყო. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ვალდებულებები 54 %-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარის მდგომარეობით, საქართველოსთვის უმსხვილეს კრედიტორებს წარმოადგენს - ევროპის საინვესტიციო ბანკი 938 მილიონით, ასევე მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.