გახდება თუ არა ახალი ომბუდსმენი პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი? ლევან იოსელიანი იმედოვნებს რომ საპარლამენტო პარტიები კონსენსუსს სწორედ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიაღწევენ და 90 დეპუტატის ხმას მოაგროვებს. იოსელიანის კანდიდატურას მხარდაჭერასს უცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. ნაციონალური მოძრაობა კი იოსელიანის წარდგენას ქართული ოცნების თამაშს უწოდებს