„A Day of Peace“ — ასე ჰქვია სააგენტო Ogilvy-ის ახალ ვიდეორგოლს, რომელიც ბირთვულ კონფლიქტს გადარჩენილი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში კამერა ამ ერთ ადამიანს მიჰყვება, გაღვიძებიდან სხვადასხვა გარემოში მოხვედრამდე და სხვა ადამიანების ძიებისას. თუმცა მის გარდა არავინაა, მხოლოდ ვადაგასული პროდუქტი და ძველი გაზეთი, რომელშიც ბირთვული საფრთხის შესახებ იწერებოდა.
რეალურად, კამპანია იმის ჩვენებისკენაა მიმართული, თუ რა შედეგებამდე მივყავართ დაუსრულებელ, აგრესიულ ქმედებებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვიდეორგოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე გამოუშვა, როგორც შეხსენება იმისა, რომ ერთი ქვეყნის აგრესიას შეიძლება, საშინელი რეალობა მოჰყვეს.