დონეცკის “შახტარში” გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების 22 წლის მარჯვენა მცველმა, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის 13-გზის გამარჯვებულს იანვარში შეუერთდა, ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა.
„შახტარმა“ უკრაინის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპი „მინაისთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყო. იგორ იოვიჩევიჩის გუნდმა ეს მატჩიი დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 მოიგო.
დონეცკელთა ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშცილი თამაშში ცვლილებაზე, 61-ე წუთიდან ჩაერთო. იმ დროისთვის შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
საყურადღებოა, რომმ გოჩოლეიშვილი არა დაცვის, არამედ შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. ერთ ეპიზოდში მის გადაცემას „მინაის“ კართან ძალინ სახიფათო მომენტი მოყვა, თუმცა დონეცკელებმა შეტევა გოლით ვერ დაასრულეს.
ცნობისთვის, „მინაისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „შახტარს“ 14 მატჩში 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერ „დნიპრო 1-ს“ 2 ქულით ჩამორჩება. გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, სტუმრად მეტალისტ 1925-თან გამართავს, შემდეგ კი ევროპალიგის ⅛-ფინალის პირველ დაპირისპირებაში ნიდერლანდურ ფეიენოორდს უმასპინძლებს (10 მარტს).
გიორგი გოჩოლეიშვილი საბურთალოს აღზრდილია და ბოლო დრომდე ამ კლუბის ღირსებას იცავდა, შახტარში კი შარშან შემოდგომით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილიონი ევროს სანაცლოდ გადავიდა. ფეხბურთელი დონეცკელებს იანვრიდან შეუერთდა და გუნდთან ერთად შეკრება გაიარა. ახალგაზრდა მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი შარშან, მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში (0:3) ჰქონდა.