საბერძნეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი - დაშავდა - Palitra News

საბერძნეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი - დაშავდა

2023-03-01 09:08:58+04:00

საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა, 85 კი - დაშავდა.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.