უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მოისმინეს ინფორმაცია დაზვერვის მთავარი სამმართველოსგან, თავდაცვის სამინისტროსგან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებების მეთაურებისგან.
„განვიხილეთ ლოგისტიკის საკითხები, დეფიციტის აღმოფხვრა. ვამზადებთ ჩვენს მეომრებს იმისთვის, რომ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად აქტიურ ქმედებებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერიტორიის დაბრუნება უკრაინისთვის აბსოლუტურად სამართლიანი მიზანია და მის განხორციელებას ყოველდღიურად უახლოვდებიან.
„უკრაინა თავისუფალი იქნება, მთელი უკრაინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.