სახალხო დამცველის კონსილიუმი შესაძლოა დაიშალოს - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის ექიმმა გიორგი გრიგოლიამ გააკეთა. მისი განმარტებით, იმ დასკვნას, რომელსაც საბჭო ყოველ ორ თვეში ერთხელ დებს აზრი არ აქვს, ვინაიდან მათ მოთხოვნებს მსჯავრდებული პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაწყვანის თაობაზე ხელისუფლება არ აკმაყოფილებს.
გიორგი გრიგოლიამ სააკაშვილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მესამე პრეზიდენტი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ფონზე გადაუდებელ და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.