ოპოზიციური სპექტრი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც უცხოელი აგენტების გამოვლენის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კანონზე ვეტოს დადებას ითვალისწინებს. ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი აღნიშნული კანონპროექტის უარყოფით მხარეების სრულად იაზრებს.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ რუსული კანონის მიღებით ქვეყნის საგარეო რეპუტაცია მნიშვნელოვანი საფრხის წინაშე დადგება და უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას იმედოვნებენ.