ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში, რიგით მეორე ნაშრომების კონკურსის გამორჩეული მონაწილეები დააჯილდოვეს. კონკურსის მთავარი თემა გლობალურ მოქალაქეობას ეხებოდა, რომელშიც აბიტურიენტებს უნდა ესაუბრათ გლობალური მოქალაქეობის კონცეფციასა და მნიშვნელობაზე, ასევე გამოეკვლიათ და გამოეხატათ საკუთარი ხედვები არსებულ პერსპექტივებზე.
სულ კონკურსში 125-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 6 საუკეთესო მონაწილე აირჩა, რომელთაც სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ კონკურსანტს 1000 ლარის ოდენობის პრემია და სპეციალური სერტიფიკატი მიენიჭა.
კონკურსანტებს სპეციალურად მოწვეული ჟიური აფასებდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, ამერიკული საბჭოდან, ვიზა ჯორჯიადან და ფორბს ჯორჯიადან.