თბილისში გენდერული თანასწორობის შესახებ პოლიტიკური ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც 350ზე მეტი პირი ესწერებოდა თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საკითხის თაობაზე საჭიროა საკანონმებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭირდრო თანამშრომლობა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.