პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ ,,ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერის ფრიდონ ინჯიას ინიციატივით, საგამოძიებო კომისია შექმნას. ინჯიას თქმით, ის ადამიანები, რომელბმაც 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ინიციატივას მმართველი გუნდის წევრებიც იზიარებენ. რას გულისხმობს აღნიშნული კომისიის შექმნა და რა შეფასებები კეთდება მის ირგვლივ მაშინ როდესაც 2008 წელს მომხდარი ტრაგედია ჰააგის სასამართლომ უკვე განიხილა.