არჩილ თალაკვაძე - არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმრები მართლა კვდებოდნენ - ეს დემარში ამბობს, რომ საჭიროა ელჩებთან შეხვედრა - Palitra News

არჩილ თალაკვაძე - არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმრები მართლა კვდებოდნენ - ეს დემარში ამბობს, რომ საჭიროა ელჩებთან შეხვედრა

2023-02-28 19:57:37+04:00

მიხეილ სააკაშვილის დედის ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ი ქვეყნის ოფიციალურ დემარშში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვს კი ოფიციალური დემარშის შინაარსი მიუღებელია, რადგან ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. პარალელურად, ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ევროკავშირის 27-ი ქვეყნის დემარშს, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.