საგარეო საქმეთა მინისტრი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით.