ამერიკის შეერთებული შტატებში ტორნადოების სეზონი დაიწყო. სტიქიამ თავდაპირველად კალიფორნიის შტატს გადაუარა, შემდეგ კი აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. ოკლაჰომის, კანზასის, მისურისა და ტეხასის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისათვის, კალიფორნიაში, ოკლაჰომასა და ტეხასში ათი ათასობით ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.