თბილისში გენდერული თანასწორობის შესახებ პოლიტიკური ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას ეხება. ფორუმის ფარგლებში განიხილება საკანონმებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები, გენდერული თანასწორობა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები.